Art მეცნიერება

555 62 26 66
Art მეცნიერება Art მეცნიერება Art მეცნიერება Art მეცნიერება Art მეცნიერება Art მეცნიერება Art მეცნიერება

 

Artმეცნიერება

ეს არის მეცნიერულს+გასართობი პროექტი ნებისმიერი აუდიტორიისთვის. პროექტის ფარგლებში, კომერციულ სექტორს გთავაზობთ მეცნიერულ სანახაობებს — ვორქშოპებით დაწყებული, სასცენო პროგრამით დამთავრებული.

ჩვენი მისიაა დაგანახოთ მრავალფეროვანი, სანახაობრივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი მეცნიერება კოლბებისა და ჩაკეტილი ლაბორატორიების გარეთ

ჩვენ ვქმნით პროდუქტს კომპეტენტური და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანებისგან. ჩვენი გუნდი შედგება ქიმიკოსებისა და ფიზიკოსებისგან, გამოცდილი მსახიობებისა და პროექტის მენეჯერებისგან.

ჩვენი ქიმიური შოუ განკუთვნილია სასცენო და კორპორატიული ღონისძიებებისთვის, სადაც დიდი აუდიტორიის მეცნიერული სამყაროთი გაოცებაა შესაძლებელი.

ქიმიური რეაგენტებითა და თხევადი აზოტით ჩატარებული ცდები მეცნიერების შესახებ წარმოდგენას შეგიცვლით!

კომპანიებს გთავაზობთ შემდეგ არჩევანს:

ეკონომ პროგრამა

    • აზოტის დიდი აფეთქება
    • კოსმოსური სიცივის მქონე თხევადი აზოტი ადუღებულ წყალთან შეხებისას ფეთქდება. აფეთქების დროს კი დიდი რაოდენობით ორთქლი წარმოიშობა.

    • აზოტით ბუშტების გავერვა და გახეთქვა
    • მართალია, აზოტი ჰელიუმი არ არის, მაგრამ ბუშტების გაბერვა და ჩაფუშვა მასაც შეუძლია.

    • აზოტიანი ბურბუშელების მომზადება
    • აზოტიანი ბურბუშელა მეცნიერული დელიკატესია, რომელიც დრაკონებად გვაქცევს :)

    • ყვავილების გაყინვა
    • აზოტი ყინავს ყველაფერს შეხებისთანავე. მათ შორის ყვავილებს, ხილს და სხვა წყლის შემცველ ნივთიერებებს. აზოტით გაყინული ყვავილის დამსახვრევა კი ულამაზესი სანახავია.

    • სპილოს ხორთუმი (კალიუმის იოდიტის ამოფრქვევა)
    • ამ ცდას «სპილოს ხორთუმს» ან «სპილოს კბილის პასტასაც» უწოდებენ. მარტივი მისახვერია თუ რატომ :) ამ ცდის დროს დიდი ქაფი წარმოიქმნება, დაახლოებით ისეთი, როგორი კბილის პასტაც დასჭირდებოდა სპილოს, კბილებს რომ იხეხავდეს :)

    • ეგვიპტური ღამე
    • ეს ქიმიური ცდა, აფრიკიდან შორსაც კარგად დაგვანახებს თუ როგორ ღამდება ეგვიპტეში :)

    • ცეცხლის წარმოქმნა
    • ჩვენი ქიმიური სანახაობის ყველაზე ცხელი ნაწილი ქიმიური რეაგენტებით ცეცხლის წარმოქმნაა. ცდა არის უსაფრთხო და ულამაზესი.

    • ქიმიური შოუქნიშანი
    • რამდენი ფერია შუქნიშანზე? ჩვენი ცდისას, სამივე ფერს ერთ კოლბაში მივიღებთ.

    • ჯინი
    • და ყველაზე სასწაულმოქმედი ქიმიური ცდა, რომლიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ. მთავარია სურვილების ჩათქმა ჯინის კოლბიდან ამოსვლამდე მოასწროთ :)

ხანგრძლივობა — 40-45 წუთი

პრემიუმ პროგრამა

    • პინკ-პონკის ბურთებით ქფეთქება
    • ყურადღება! ყურებზე ხელების აფარება არ დაგავიწყდეთ, რადგან თქვენ პინკ-პონკის ბურთების დიდი აფეთქების თვითმხილველი გახდებით :)

    • თოვლის წარმოქმნა
    • ქიმიურად თოვლის მიღება ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. ჩვენი პატარა ქიმიური საიდუმლოთი ახლა თოვლის ბაბუის გაკეთებას შევძლებთ.

    • ჰელიუმის ბურთების აფრენა
    • ჰელიუმის ბურთები რომ დაფრინავენ უკვე ვიცით. ჩვენ ვნახავთ თუ როგორ შეიძლება ჰელიუმის ბუშტების დახურულ სივრცელში მოთავსება და დატკეპვნა, მოგვიანებით კი ჰაერში გაშვება.

    • აზოტის დიდი აფეთქება
    • თბილად გაცვიათ? ამ ცდის დროს შეიძლება ყველას შეგვცივდეს, რადგან სცენაზე კოსმოსურად ცივი აზოტი აფეთქდება და ყველაფერს ორთქლით დაფარავს :)

    • სპილოს დიდი ხორთუმი
    • ამ ცდას «სპილოს ხორთუმს» ან «სპილოს კბილის პასტასაც» უწოდებენ. მარტივი მისახვერია თუ რატომ :) ამ ცდის დროს დიდი ქაფი წარმოიქმნება, დაახლოებით ისეთი, როგორი კბილის პასტაც დასჭირდებოდა სპილოს, კბილებს რომ იხეხავდეს :)

    • ყვავილების თაიგულის გაყინვა
    • აზოტით გაყინული ყვავილების დამსხვრევა ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს, რომლის დროსაც ვყინავთ ყვავილების თაიგულს. გაყინვის შემდეგ შესაძლებელია ყვავილების დამსხვრევა.

ხანგრძლივობა — 30 წთ

დეტალური ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ნომერზე — 555 62 26 66 ან მოგვწერეთ: tatia@experimentorium.ge