მუზეუმში ქიმიური სტარტები იწყება!
რა არის ქიმიური სტარტები?
ქიმიური სტარტები სახალისო და შემეცნებითი ქიმიური ღონისძიებაა, რომლის დროსაც სკოლის მოსწავლეებისგან შემდგარი ორი გუნდი ერთმანეთს ქიმიური ცდების ჩატარებაში ეჯიბრება.
წესები:
- ბავშვები თანაბრად გადანაწილდებიან ორ გუნდს შორის;
- ორივე გუნდს ეძლევა ოთხი ქიმიური ცდის დავალება;
- ყოველ დავალებაზე მუშაობს გუნდის სხვადასხვა მეოთხედი (მონაცვლეობით);
- ქიმიური სტარტების პირობები, საჭირო მასალები და მითებები გუნდებს გადაეცემათ პროგრამის დაწყებამდე;
პირობები:
- პროგრამა განკუთვნილია 10 წლიდან ბავშვებისთვის;
- ჯგუფში ბავშვების მინიმალური რაოდენობა — 12, მაქსიმალური — 22;
- თითოეული ბავშვის ბილეთის ფასი — 15 ლარი;
- თანმხლები პედაგოგი შემოდის უფასოდ;
- პროგრამის ხანგრძილივობა — 1 სთ;
- პროგრამა ტარდება მხოლოდ სამუშაო დღეებში;
- აუცილებელია წინასწარ ჩაწერა
ყურადღება! ქიმიურ სტარტებზე მონაწილეობის მისაღებად არ არის საჭირო დამატებით მუზეუმის ბილეთის შეძენა. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ქიმიური სტარტების ბილეთის შეძენა — 15 ლარი/ბავში. პროგრამის დასრულების შემდეგ (1 სთ-ში) ჯგუფი ტოვებს მუზეუმს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით ნომერზე — 032 2 47 57 37 ან, მოგვწერეთ ok@experimentorium.ge