სამუზეუმო საქმიანობის გარდა, ექსპერიმენტორიუმი ორგანიზებას უწევს შემეცნებით და გასართობ პროგრამებსა და ღონისძიებებს „გასვლითი შოუს“ სახით საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე.
სამეცნიერო მუზეუმის კომპეტენტური, მხიარული და პროფესიონალი გუნდი თქვენს ღონისძიებას ნამდვილად დაუვიწყარს, ხმაურიანს და გასაოცარს გახდის!
ექსპერიმენტორიუმი უკვე წლებია თბილისის მერიის საახალწო სოფლისა თუ ღონისძიების ფარგლებში გრანდიოზულ მეცნიერულ სანახაობას მართავს.
2020 წელს პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში, ახალციხეში - ისტორიული რაბათის ციხეში, ფორტ-ბოიარდის თამაში გაიმართა. სამეცნიერო თამაშ ფორტ-ბოიარდზე იმუშავა ექსპერიმენტორიუმის გუნდმა.
2020 წელს საქართველო პირველად შეუერთდა „ევროპელ მკვლევართა ღამის“ საერთაშორისო აღნიშვნას - ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის “Horizon 2020” მარი სკლოდოვსკა-კიურის მიმართულების კონკურსზე გამარჯვებული პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“ (“Captain: science is the captain”). პროექტის სახელწოდება შთაგონებულია ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ფრაზით - „მეცნიერება კაპიტანია, ხოლო პრაქტიკა კი მისი ჯარისკაცები“.
ექსპერიმენტორიუმის მეცნიერული სანახაობა იმართება სხვადასხვა მუნიციპალიტეტისა და კერძო კომპანიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველოს სრული მასშტაბით.
მცირე და გრანდიოზული მეცნიერული სანახაობები ტარდება საჯარო და კერძო სკოლებში, სრულიად საქართველოს მასშტაბით.
კერძო და დახურული ღონისძიებებისთვის შესაძლებელია მეცნიერული ანტურაჟის შეკვეთა.