პირველი ინტერაქტიული და სამეცნიერო მუზეუმი „ექსპერიმენტორიუმი“ თბილისში 2016 წლის 1 ოქტომბერს გაიხსნა. მუზეუმში წარმოდგენილია 70-მდე ექსპონატი, რომლებიც ფიზიკის კანონების თვალსაჩნოებას ახდენენ. მუზეუმის ყველა ექსპონატი ინტერაქტიულია, რაც იმას ნიშნავს რომ მათთან შეხება და გამოცდა არათუ ნებადართული, არამედ - აუცილებელია!   

გარდა ფიზიკის ინტერაქტიული ექსპოზიციისა, ექსპერიმენტორიუმში წარმოდგენილია ქიმიის ლაბორატორია, სადაც ქიმიური ცდები მარტივი, ყველასთვის გასაგები და სახალისო მეთოდებით ტარდება. ისევე როგორც ფიზიკის საგამოფენო სივრცე, ქიმიური ცდებიც ინტერაქტიული ხასიათისაა (უსაფრთხოების ფარგლებში).

ექსკურსიისა და ქიმიური ცდების გარდა, სამეცნიერო მუზეუმში ტარდება სხვადასხვა სახის საგანამანათლებლო პროგრამა სკოლისა და ბაღის მოსწავლეებისთვის.

ექსპერიმენტორიუმში შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნა, კორპორატიული და სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება.

მუზეუმი დაინტერესებულ პირებსა და კომპანიებს, ასევე სთავაზობს მეცნიერულ გასვლით პროგრამებს, რომლის შეკვეთაც საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე არის შესაძლებელი.