პროგრამები სკოლისა და ბაღის ჯგუფებისთვის
ექსკურსია
სკოლისა და ბაღის ჯგუფებისთვის ექსპერიმენტორიუმში შემეცნებით ჯგუფურ ექსკურსიებზე სპეციალური პირობები მოქმედებს.
1 ბავშვის ბილეთის ფასი - 25 ლარი სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირას ბილეთის ფასია 30 ლარი)
ბილეთის ფასში შედის ფიზიკის მუზეუმში ინტერაქტიული ექსკურსია და შოუ
ინდივიდუალური გიდის მომსახურება
ჯგუფს უფასოდ მოყვება მასწავლებელი
ჯგუფში ბავშვების მინიმალური რაოდენობა - 15
პროგრამის ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ
ჩასაწერად, დაგვიკავშირდით - 032 2 47 57 37
მეცნიერული კულინარია
სკოლისა და ბაღის ჯგუფებს მუზეუმი სთავაზობს მეცნიერული კულინარიის მასტერკლასს, რომელიც გათვლილია 4 წლიდან ყველა დაინტერესებული ვიზიტორისთვის. მეცნიერული მასტერკლასის მსვლელობისას ბავშვები მუზეუმის გიდის დახმარებით, თხევადი აზოტისგან ამზადებენ ნაყინს, მაშმელოუს და რაფაელოს. ბოლოს კი, საკუთარ კულინარიულ ნახელავს მიირთმევენ.
პირობები:
ჯგუფში ბავშვების მინიმალური რაოდენობა - 10
ფასი - 35 ლარი 1 ბავშვი
ბავშვებს მასწავლებელი მოყვებათ უფასოდ
პროგრამის ხანგრძლივობა - 50
ჩასაწერად, დაგვიკავშირდით - 032 2 47 57 37
ქიმიური ან აზოტის შოუ
ქიმიური ან აზოტის შოუ გულისხმობს ქიმიური რეაგენტებით ან თხევადი აზოტოთ ჩატარებული ცდების ერთიანობას. პროგრამა ინტერაქტიული ხასიათისაა და შესაძლებელია ბავშვების მონაწილეობა უსაფრთხოებისა და პროგრამის წამყვანის ინსტრუქციის ფარგლებში.
ხანგრძლივობა - 25 წუთამდე
1 ბავშვის ბილეთის ფასი (ერთი შერჩეული შოუსთვის) - 20 ლარი
ქიმიური სტარტები
მე-5 კლასიდან მოსწავლეებისთვის ექსპერიმენტორიუმი გთავაზობთ ქიმიურ სტარტებს. პროგრამის მსვლელობისას ჯგუფი იყოფა ორ გუნდად, რომლებიც ერთმანეთს ქიმიური ცდების ჩატარების სისწრაფეში ეჯიბრებიან. ცდების ჩატარების გარდა, ქიმიური სტარტების დახმარებით ბავშვები სწავლობენ ქიმიურ ჭურჭელს და ლაბორატორიაში ქცევის წესებს.
პირობები:
ჯგუფში ბავშვების მინიმალური რაოდენობა - 15
ფასი - 1 ბავშვი 30 ლარი
ბავშვებს მასწავლებელი მოყვება უფასოდ
პროგრამის ხანგრძლივობა - 50 წთ
ჩასაწერად, დაგვიკავშირდით - 032 2 47 57 37